ახალი ამბები

„ყვარლის ბაგა“ 1.9 მილიონ დოლარით დაფინანსდა

ვითიბი ბანკმა, სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კომპანია „ყვარლის ბაგა“ დააფინანსა. გაცემული სესხის მოცულობა 1.9 მილიონ დოლარს და 100 000 ლარს შეადგენს. 
კომპანია „ყვარლის ბაგა“ დაკავებულია ფერმაში მსხვილფეხა პირუტყვის მოშენებით და საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ნატურალური რძის მწარმოებელია. ვითიბი ბანკის დაფინანსებით, კომპანია გეგმავს ფერმის გაფართოებას და რძის წარმოების მნიშვნელოვან გაზრდას. 
ვითიბი ბანკმა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროების სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“. პროგრამის ფარგლებში დააფინანსა როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ინდუსტრიულ მიმართულებებში. სახელმწიფო პრიორიტეტებიდან გამომდინარე, ბანკმა გაააქტიურა აგრო ბიზნესის დაფინანსება, რაც ამ სექტორში დაკავებულ კომპანიებს წარმადობის გაზრდაში, ლოკალური და საექსპორტო ბაზრების ათვისებაში უწყობს ხელს.