წინანდალში ღვინის ფესტივალი გაიმართება
აღნიშნული ფესტივალი იმართება პირველად და მასზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ 2014 წლის ღვინოები დააგემოვნონ. რთველი მიმდინარე წელს წარმატებული და გამორჩეული იყო – ღვინის კომპანიებმა 126 ათას ტონამდე ყურძენი გადაამუშავეს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლების მაჩვენებლებს.
წელს ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „ბესინი“, „ვაზი+“, „თბილღვინო“, „თელავის ღვინის მარანი“, „ვაინმენი“, „მეღვინეობა ხარება“, „ქიმერიონი“ და „კახური ღვინის მარანი“. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ფესტივალი მომავალში ტრადიციად გადაიქცევა და შეემატება იმ ღონისძიებების რიგს, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.