საირიგაციო არხების რეაბილიტაციის პროექტს “მსოფლიო ბანკი” 50 მილიონით დააფინანსებს
შესაბამის ხელშეკრულებას ფინანსთა მინისტრმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მოაწერეს ხელი.
პროექტი „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის დაფინანსების შესახებ” პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე საპილოტე ადგილას, მათ შორის დედოფლისწყაროსა და გურჯაანში მიწის რეგისტრაციის სამუშაოების განხორციელებაც.