პრეზიდენტმა 121 მსჯავრდებული შეიწყალა
როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქედან 93 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას.
მისივე თქმით, 28 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმსუბუქდება.
“121 მსჯავრდებულიდან 3 არის ქალბატონი და 3 მსჯავრდებული არის არასრულწლოვანი. სულ კომისიამ, რომელიც 14 და 15 ნოემბერს მუშაობდა, 752 მსჯავრდებულის საქმე განხილა და მათგან 350 არსებითად განიხილა. სხვა საქმეები არ აკმაყოფილებდა არსებითი განხილვისთვის საკმარის კრიტერიუმებს”, – განაცხადა ქორიძემ.
შეწყალება შეეხო განზრახ მკვლელობის მუხლზე ერთ მსჯავრდებულსაც და მას სასჯელი გაუნახევრდა.
ზვიად ქორიძის ინფორმაციით, შეწყალების აქტი ნარკოტიკული სასჯელისთვის მსჯავრდებულებსაც შეეხოთ, თუმც გასაღების ბრალდებით მსჯავრდებულები შეწყალებულთა შორის არ არიან.