გაცვლითი პროგრამების პრეზენტაცია თესაუში
ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ინიციატივით შეიქმნა, რომელიც სახელმწიფოს დაფინანსებით უზრუნველყოფს მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სწავლებას საზღვარგარეთ.
ნინო ჭელიძე, განათლების საერთაშორის ცენტრის ხელმძღვანელი:
,,ჩვენი მიზანია, საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ საუკეთესო განათლება, აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმდნენ საჯარო სამსახურში.
კონკურსი გამოცხადებულია საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, ასევე საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციისა და გადამზადების პროგრამაზე.
სამომავლოდ იგეგმება სხვადასხვა პროგრამების განხორციელება, როგორიცაა პარტნიორული უნივერსიტეტების სასტიპენდიო, კურსდამთავრებულთა თანამშრომლობის პროგრამა და აკადემიური პერსონალისა და მკვლევარებისა და პრაქტიკოსების მხარდაჭერის პროგრამების განხორციელება.”