თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შიდა პირველობა მკლავჭიდში ჩატარდა
ერთმანეთს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები დაუპირისპირდნენ და ერთსაათიანი პაექრობის შემდეგ 5 გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებულებს, უნივერსიტეტის სპორტული მიმართულების კოორდინატორმა ნოდარ ლატიბაშვილმა, საპატიო სიგელები გადასცა:
„ჩვენს უნივერსიტეტს საკმაოდ კარგი ტრადიცია გააჩნია. ეს ახალგაზრდები რეგულარულად ვარჯიშობენ და მათ სხვა გამარჯვებებიც აქვთ მოპოვუბილი.“