მსოფლიო ბანკი გარემოს მდგომარეობის შესახებ კვლევას ატარებს
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკში საქართველოში გარემოსდაცვითი მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრას, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ჰენრი კერალი ესწრებოდა.
შეხვედრაზე, საერთაშორისო ექსპერტებმა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ქვეყანაში გარემოსდაცვითი მდგომარეობის წინასწარი შეფასება და შემუშავებული რეკომენდაციები წარმოადგინეს. ასევე, გარემოსდაცვითი მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
დოკუმენტის მიზანი, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოსთვის გარემოსდაცვითი განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაა. მასში აღწერილი შეფასება ორ ძირითად კომპონენტს მოიცავს: 1) ქვეყანაში გარემოსდაცვითი მდგომარეობა და გარემოს დეგრადაციის ეკონომიკური ანალიზი, 2) პრიორიტეტული გარემოსდაცვითი მიმართულებების ინსტიტუციური შესაძლებლობების შეფასება.