ახალი ამბები

პარლამენტი ინფრასტრუქტურულ სფეროში ჩატარებული ტენდერების შესწავლას იწყებს

კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემელაძეს თქმით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო წლის ბოლომდე კომიტეტის წინაშე წარსდგება ანგარიშით, რასაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრებიან. ამ ანგარიშის საფუძველზე კომიტეტი დაიწყებს განხილვას რა დარღვევებს ქონდა ადგილი და იკვეთება თუ არა კონკრეტული ბრალეულობები, – აცხადებს ტყემალაძე.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ჯერჯერობით მის კომიტეტს რაიმე ტიპის დარღვევებზე ან ტენდერებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ინფორმაცია არ აქვს. 
საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის ტემპი ბოლო პერიოდში საგრძნობლად შენელებულია, ამის მიზეზი კი ინფრასტუქტურის სფეროში მასიურად ჩავარდნილი ტენდერებია.