საქსტატის მონაცემებით საყოველთაო აღწერაში მოსახლეობის 95%-მა მიიღო მონაწილეობა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მერი დაუშვილის თქმით, პროცესი დადებით შეიძლება შეფასდეს, რადგანაც პასუხების გაცემის მაღალი მონაცემებია.
რაც შეეხებათ იმ ოჯახებს, საიდანაც ვერ მოხერხდა ინფორმაციის მოძიება, ინტერვიუერთა გარკვეული ჯგუფი აგრძელებს მუშაობას დეკემბრის ბოლომდე.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი მოსახლეობას მოუწოდებს მაქსიმალურად ითანამშრომლონ საქსტატის ინტერვიუერებთან.