საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლილი ანწუხელიძის ოჯახს მიუსამძიმრა
მინდია ჯანელიძე ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში კახეთის მხარის გუბერნატორთან, ირაკლი შიოლაშვილთან ერთად იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დედის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მისი ოჯახის წევრებს მხარდაჭერა აღუთქვა.
შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს გულის ინფარქტით ლილი ანწუხელიძე 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებს სრულად საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.მას შაბათს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში დაკრძალავენ.