თესაუს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუდენტური თვითმმართველობის საბჭოს არჩევნები ჩატარდა
დარეგისტრირებული 7 კანდიდატურიდან, ხუთი მათგანი ფაკულტეტის საბჭოს წევრის მანდატის მოპოვებას შეეცდება. სტუდენტებმა მათთვის სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა დილის 9.00 საათიდან დაიწყეს.
„გვყვავს ხუთი კანდიდატი. არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ამ დრომდე შეიმჩნევა სტუდენტების პასუირობა, თუმცა იმედი მაქვს, რომ აქტივობა მოიმატებს“, – განაცხადა საარჩევნო კომისიის წევრმა მაკა ბოტკოველმა.
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტის, კახა მჭედლიშვილის განცხადებით, მან ხმა მისცა სტუდენტებისათვის უფრო უკეთეს მომავალს.
„დღეს ხმა მივეცი ჩემთვის მისაღებ კანდიდატურას, ვფიქრობ ის ნამდვილად შეძლებს უნივერსიტეტისათვის სასარგებლო საქმის გაკეთებას“, – განუცხადა Knews.ge-ს კახა მჭედლიშვილმა
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის საბჭოს არჩევნები 16:00 საათზე დასრულდება და შედეგები გვიან საღამოს გახდება ცნობილი.