შესაძლოა, 1 იანვრიდან ლუდის მწარმოებელ კომპანიებს აქციზის ფასი აღარ გაეზარდოთ
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას თქმით, ლუდის მწარმოებლები, ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის დროს, აქციზის ფასის გაორმაგების წინააღმდეგაც გამოვიდნენ.
„ფინანსთა მინისტრი შეგვპირდა, რომ როდესაც სეზონი არ არის, აქციზი არ გაიზრდება. შესაძლოა, პირველი იანვრიდან აღარ გაიზარდოს, რომ არ შექმნას პრობლემები. ჩვენთან უფრო მეტი გამოდის ეს ფასი, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. თუ ევროპას ვუთანაბრდებით,გვინდა, რომ დააწესონ ის ტარიფები, რომლებიც ევროპაშია“, – განაცახდა ჭყონიამ.