ევროკავშირი საქართველოს 30 მილიონ ევროს გამოუყოფს
გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანმა შესაბამის ფინანსურ შეთანხმებას ბრიუსელში ხელი მოაწერეს.
გრანტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის ხელშეწყობას და რეგიონებში ეკონომიკური და სოციალური მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას.