თესაუმ თეტარში წარმოდგენა – „გამარჯობა უნივერსიტეტო“ გამართა
სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სტუდენტებმა თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე წარმოადგინეს სპექტაკლი, სადაც სხვადასხვა მუსიკალურ და საცეკვაო ნომერთან ერთად ,,მიხოსა და მაროს”, ქართული მხატვრული ფილმების – ,,სიყვარული ყველას უნდა” და ,,ნატვრის ხის” – თვალსაჩინო პერსონაჟები გააცოცხლეს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები, ქართული და თანამედროვე ცეკვების, ქალთა და ვაჟთა ხალხური სიმღერის ანსამბლები. საზეიმო ღონისძიებას სტუდენტებთან, რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
,,გუშინ ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც სტუდენტთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ყველას ვულოცავ! წარმოდგენილი იყო ღონისძება- სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობდნენ ჩვენი სტუდენტები და თანამშრომლები. დარწმუნებული ვარ, დამსწრე საზოგადოება კმაყოფილი დარჩა. ვფიქრობ, ცოდნის დაუფლებასთან ერთად თითოეულ სტუდენტს შემოქმედებითი შესაძლებლობების გამომჟღავნების საშუალებაც უნდა ჰქონდეს ”, – აღნიშნა თესაუს რექტორმა, ავთანდილ ღელაღუტაშვილმა.