Knews.ge-ს ჟურნალისტი თესაუს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე არ დაუშვეს
დღეს თესაუს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა ორჯერ გაიმართა. knews.ge-ს სანდო წყარომ აცნობა, რომ სხდომაზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, თეა მჭედლურს პროფესორებისათვის უნდა მოეთხოვა ხელი მოეწერათ დოკუმენტზე, რომელშიც დაადასტურებდნენ, რომ 9:00-დან 15:00 საათამდე, ყოველ სრულ საათზე, სპეციალურ უწყისში საკუთარი ნებით აწერდნენ ხელს. ფაკულტეტის დეკანმა თეა მჭედლურმა საბჭოს პირველ სხდომაზე knews.ge-ს ჟურნალისტს დასწრების შესაძლებლობა არ მისცა. მჭედლურმა ჟურნალისტის სხდომაზე დასწრების საკითხს კენჭი უყარა. ფაკულტეტის საბჭოს წევრების უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ მედიისათვის სხდომა დახურული ყოფილიყო. ჟურნალისტმა ფაკულტეტის დეკანისაგან მოითხოვა შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვითაც საბჭოს წევრების მოთხოვნის საფუძველზე ჟურნალისტს ეზღუდებოდა სხდომაზე დასწრების უფლება, თუმცა მჭედლურმა შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენა ვერ შეძლო. ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ჩაშლის თავიდან აცილების მიზნით, ჟურნალისტმა დატოვა სხდომა, რომელიც ისივ რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა მაინც ჩაიშალა. knews.ge-მ გაარკვია, რომ თეა მჭედლურმა პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი სხდომის ჩატარების შესახებ ჟურნალისტის ინფორმირებაში დაადანაშაულა. მჭედლურის ბრალდებას ელიზბარაშვილის მხრიდან მოჰყვა მკვეთრი რეაქცია. knews.ge-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რომ თეა მჭედლური აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტებთან მოგვიანებით ისაუბრებდა, თუმცა ჩვენი ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს ვერ დავუკავშირდით. სხდომის ჩაშლიდან დაახლოებით ერთ საათში კვლავ ჩატარდა ზუსტ და საბუნებიმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა, რომელსაც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეაქტორი ავთანდილ ღელაღუტაშვილი მისი მრჩეველი, თეიმურაზ ვახტანგიშვილი და თანაშემწე, ნელი ჯავახიშვილი ესწრებოდნენ. ფაკულტეტის საბწოს სხდომა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომის დასრულების შემდეგ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტმა გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 9:00-დან 15:00 საათამდე უნივერსიტეტში ყოფნის ყოველ სრულ საათზე სპეციალურ უწყისში ხელმოწერით დადასტურება აკადემიური პერსონალისათვის არ იყო მიუღებელი. “დეკანატის მხრიდან არანაირ წეზოლას ადგილი არ ჰქონია და ყოველ საათში ხელმოწერა არ წარმოადგენდა სავალდებულო მოთხოვნას. თუმცა, ზოგიერთი პროფესორის მხრიდან ხელმოწერა იმის დასტურად, რომ სამუშაო საათების განმავლობაში ნამდვილად იმყოფებოდა უნივერსიტეტში, მისი უფლებაა”, – ნათქვამია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.