სამართალდამცავებმა ლაგოდეხში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ორჯერ ნასამართლევი ალექსანდრე კ.დააკავეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით. შსს-ს თანამშრომლებმა 1976 წელს დაბადებული ალექსანდრე კ. თბილისში, გულიას ქუჩაზე, ავტოსადგურში იაყვანეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 45,268 გრ ოპიუმია.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ალექსანდრე კ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.