ახალი ამბები

შსს – სოფელ ახაშნის სასფლაოს დარბევის შედეგად დაზიანებულია 19 საფლავი

Knews.ge-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით, რომელიც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ეს მუხლი ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაულში ეჭვმიტანილია ორი არასრულწოვანი. მომხდარს შსს-ს გურჯაანის რაიონული სამმართველო იძიებს. იქიდან გამომდინარე, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილები არასრულწლოვანი ბავშვები არიან, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების შეწყვეტას არ გამორიცხავს. 
„გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება სოფელ ახაშნის სასაფლაოს დარბევის შესახებ. შეტყობინების შესვლისთანავე რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა სოფლის სასაფალოს დაათვალიერეს და დადგინდა, რომ დაზიანებულია საფლავის 19 ქვა. გამოვლენილია რამდენიმე არასრულწოვანი პირი. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. თუ არასრულწლოვან პირებს დანაშაული დაუმკიცდათ, მაშინ გამოძიება შეწყდება“, – განუცახადა Knews.ge-s შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელმა, შორენა ჯახუამ. 
გუშინ, შებინდებისას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის სასაფლაო დაარბიეს. თვითმხილველების განცხადებით, დაზიანებულია და გადავარდნილია საფლავის ქვები და დამტვრეულია სასანთლეები და ჯვრები. სოფლის მოსახლეობას საფლავების დარბევის შესახებ გუშინვე მიაწოდეს ინფორმაცია, რის შემდეგაც ადგილობრივები სასაფლაოზე შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები. დაზარალებულების ნაწილმა საკუთარი მიცვალებულების საფლავები ნაწილობრივ უკვე აღადგინა, ნაწილი კი ზარალის ანაზღაურებას დანაშაულში ეჭვმიტანილი ბავშვების მშობლებისაგან ითხოვს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ახაშენში გოგა მელექსიშვილმა განაცხადა, რომ არასრულწლოვნებმა საფლავები თამაშის დროს დაარბიეს. 
“ჩემი ინფორმაციით მე-4 და 5 კლასის ბავშვები იყვნენ სასაფლაოზე ასულები და თამაშობდნენ, რის დროსაც რამდენიმე ქვა წაიქცა და სასანთლეები დაზიანდა. მე იქ არ ვყოფილვარ მაგრამ გავიგე, რომ ადგილზე პოლიცია იყო მისული და მოხდა თუ არა ბავშვების დაკითხვა არ ვიცი, ”- განუცხადა knews.ge-ს გოგა მელექსიშვილმა.