თელავში გვირაბის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდა
,,რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო ახალი ქვაფენილი 1700 კვ.მ. ფართობზე, განხორციელდა ასფალტის 780 კვ.მ საფარისა და ნიაღვარგამტარი კოლექტორის რეაბილიტაცია. მოეწყო 22 წერტილი გარე განათების ახალი სანათი. ანტონ კათალიკოსის ქუჩის გაგრძელებაზე კი არსებული კიბეები 65 კვ.მ. ფართზე ბაზალტის ქვით მოპირკეთდა”, – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.