ლაგოდეხის სოფელ გვიმრიანში მოქალაქემ ხის სახერხი საამქრო პროტესტის ნიშნად დაანგრია
ინდ.მეწარმემ ,,ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ გარემოს დაცვის ინსპექციამ არაკანონიერად რამდენჯერმე დააჯარიმა.
შალვა ლომიძის თქმით, ბოლოს, ინდ.მეწარმე, ივლისის თვეში, სააქმროში ნახერხის ბუნკერის არარსებობის გამო, 500 ლარით დააჯარიმეს.
ინდ.მეწრამე ამბობს, რომ ჯარიმების საერთო თანხამ უკვე 2000 ლარი შეადგინა.
დღესვე ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოში ინდმეწარმის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი იყო ჩანიშნული, თუმცა შალვა ლომიძემ სასამართლოში არ გამოცხადდა და პროტესტის ნიშნად საწარმო დაანგრია.
ლომიძე საკუთარ საამქროში ხის ერთჯერადი გამოყენების ყუთებს სხვადასხვა კომპანიისთვის ამზადებდა.