სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას უფასო ამბულატორიული გამოკვლევები ჩაუტარდა
საქველმოქმედო აქცია ჩატარდა კახეთის სამხარეო ადმინისტრაციასა და ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში.
ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანმა სპეციალისტებმა სოფლის მოსახლეობას უფასო კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, პედიატრიული, ქირურგიული, უროლოგიური, ექოსკოპიური, ალერგოლოგიური, გინეკოლოგიური და ოფთალმოლოგიური მომსახურება გაუწიეს.
„სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ახერხებს სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებას. მსგავსი სახის საქველმოქმედო აქციებით კი ყველას ეძლევა შესაძლებლობა, იზრუნოს საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე. ექიმები თავად მიდიან ხალხთან, უტარებენ გამოკვლევებს და უწერენ რეცეპტს. ეს მოსახლეობისთვის დიდი შეღავათია”, -განაცხადა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე შათირიშვილიმა.