თესაუს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა ჩაიშალა
დღეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა უნდა გამართულიყო, knews.ge-ს სანდო წყარომ აცნობა, რომ სხდომაზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, თეა მჭედლურს პროფესორებისათვის უნდა მოეთხოვა ხელი მოეწერათ დოკუმენტზე, რომელშიც დაადასტურებდნენ, რომ 9:00-დან 15:00 საათამდე, ყოველ სრულ საათზე, სპეციალურ უწყისში საკუთარი ნებითაწრდნენ ხელს. ინფორმაციის გადასამოწმებლად Knews.ge-ს ჟურნალისტი შეეცადა საბჭოს სხდომაზე დასწრებას, თუმცა ფაკულტეტის დეკანმა, თეა მჭედელრმა ჟურნალისტს სხდომაზე დასწრების საშუალება არ მისცა. მჭედლურმა ჟურნალისტის სხდომაზე დასწრებას კენჭი უყარა. ფაკულტეტის საბჭოს წევრების უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ მედიისათვის სხდომა დახურული ყოფილიყო. ჟურნალისტმა ფაკულტეტის დეკანისაგან მოითხოვა შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვითაც საბჭოს წევრების მოთხოვნის საფუძველზე ჟურნალისტს ეზღუდებოდა სხდოამზე დასწრების უფლება, თუმცა მჭედლურმა შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენა ვერ შეძლო. ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ჩაშლის თავიდან აცილების მიზნით, ჟურნალისტმა დატოვა სხდომა, რომელიც ისივ რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა მაინც ჩაიშალა. თეა მჭედლურმა პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი სხდომის ჩატარების შესახებ ჟურნალისტის ინფორმირებაში დაადანაშაულა. მჭედლურის ბრალდებას ელიზბარაშვილის მხრიდან მოჰყვა მკვეთრი რეაქცია. knews.ge-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რომ თეა მჭედლური აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტებთან მოგვიანებით ისაუბრებს. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პირად საუბარში დაადასტურა, რომ მან ელიზბარაშვილს სხდომის ჩატარების შესახებ ჟურნალისტის ინფორმირებაში დასდო ბრალი. knews.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე წუთის წინ განახლდა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა, რომელსაც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეაქტორი ავთანდილ ღელაღუტაშვილი და მისი მრჩეველი, თეიმურაზ ვახტანგიშვილი ესწრებიან.