სოფოსბუვირი – C ჰეპატიტის განკურნების საშუალება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკომ აღნიშნული განცხადება ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებისთვის გააკეთა.
მინისტრმა შეაჯამა თავისი ვიზიტი აშშ-ში, სადაც მოლაპარაკებას აწარმოებდა საერთაშორისო კომპანია „გილეადთან“ ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის „სოფოსბუვირის“ საქართველოში შემოტანის შესახებ.
მინისტრის განცხადებით, მედიკამენტი საქართველოში ხელმისაწვდომ ფასად გაიყიდება:
,,ხაზს ვუსმავ, რომ ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროექტი. პროგრამა მოიცავს ბევრ კომპონენტს, მათ შორის სწორ მკურნალობას, მონიტორინგს, შედეგების გაზომვასა და ასევე, დაავადების პრევენციას”, – აღნიშნავს მინისტრი.