თელავი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას შეუერთდება
თელავი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას შეუერთდება. ქალთა მიმართ ძალადობის შესაჩერებლად 25 ნოემბერს, სამშაბათს, 13:00 საათზე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ქალთა მოძრაობა იწყება.
ლიკა ძამუკაშვილი, აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი თელავში:
,,ქალებზე ძალადობა ჩვენი, მთელი საზოგადოების პრობლემა და დანაშაულია. დღეს ჩვენს გარშემო, ნაცნობებში, მეგობრებში ქალებზე ძალადობენ, ყოველდღე. ძალადობენ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად. მოძალადეს არ აქვს ერთი პროფილი – მაღალი ან დაბალი, მდიდარი ან ღარიბი, განათლებული ან გაუნათლებელი- მოძალადეები არსებობენ ყველა სოციალურ ფენაში. ძალადობისგან დაცული არავინაა. 25-ში შეკრების ადგილია თელავის თეატრის მიმდებარე ტერიტორია”.
სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული აქცია სახელწოდებით – „ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე,“ ერთდროულად საქართველოს 11 ქალაქში გაიმართება.