კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა
ცნობილი რეფორმატორი, ცოდნის ფონდის დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე, 58 წლის ასაკში, გარდაიცვალა. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი ნახეს.
ბენდუქიძის ახლობლების განცხადებით, მან დაახლოებით ორი კვირის წინ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში გულზე სტენტირების ოპერაცია გაიკეთა. ამის შემდეგ ის იმყოფებოდა ლონდონში, სადაც სავარაუდოდ, სწორედ გადატანილი ოპერაციის გართულების შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზადაც სწორედ გულის უკმარისობა სახელდება.