სურსათის სააგენტომ სოფელ ახალსოფლის აგრარულ ბაზარს საწარმოო პროცესი შეუჩერა
ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები – ანტისანიტარია, ძაღლების ობიექტში ყოფნის ფაქტი, კოროზირებული საგნები და მოწყობილობა, ცხოველური წარმოშობის სურსათის არასათანადო ტემპერატურით დამუშავება და შენახვა, სურსათთან შეხებაში მყოფი მოწყობილობები დასუფთავება-დეზინფიცირების გარეშე.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ შპს “JAGARAA” საწარმოო პროცესის განახლებას მხოლოდ კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ შეძლებს.