კახეთში მზიანი ამინდი რამდენიმე დღე შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში მზიანი ამინდი რამდენიმე დღე შენარჩუნდება. ჰაერის საშუალო ტემპერატურა დღისით +14-დან +17 გრადუსი იქნება, ღამით +2-დან +5-მდე იმერყევებს. 17 ნოემბრიდან კი ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსამდე დაეცემა. კახეთის რეგიონში მოსალოდნელია წვიმა.