სოფელ ვაქირში ვასო გოძიაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართება
14 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის კულტურის სახლში, 15:00 საათზე, ქართველი მსახიობის, ვასო გოძიაშვილის დაბადების 109 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
საიუბილეო საღამოსთვის სოფელ ვაქირს ვასო გოძიაშვილის ოჯახის წევრები და შვილები ეწვევიან. საღამოზე ვაქირის საჯარო სკოლის მოსწავლეები და კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმედი“, ანსამბლი „გურჯაანი“ და „ხარება“ მიიღებენ.
ისინი სტუმრებს ქორეოგრაფიულ და ფოლკლორულ ნომრებს შესთავაზებენ, ხოლო სკოლის მოსწავლეები თეატრალურ წარმოდგენას -„ქეთო და კოტეს“ ნაწყვეტს წარმოადგენენ. „ეს დღე მთელი სოფლის ორგანიზებით ტარდება. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ყველა ჩართულია ღონისძიების კარგად ჩატარებისთვის, – განაცხადა სოფელ ვაქირის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა ილია ხატიაშვილმა.