კახეთში სამართალდამცავები ჯგუფური გაუპატიურების შესაძლო ფაქტს სწავლობენ
სამართალდამცავები, კახეთის ერთ-ერთ სოფელში, მეშვიდე კლასელ გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობის ფაქტს იძიებენ. ტელეკომპანია გურჯაანის ინფორმაციით, კახეთში ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-8 კლასელებმა მე-7 კლასელი გოგონა გააუპატიურეს. ერთ-ერთი მშობლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა გოგონას სურათები გადაუღეს და შანტაჟის გამოყენებით, მასზე ძალადობას 2 თვის განმავლობაში ახორციელებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაკითხვაზე იმყოფებიან როგორც მოსწავლეები, ასევე მათი მშობლები.
ექსპერტიზის პასუხი ცნობილი დღეს 17:00 საათზე გახდება.