ახალი ამბები

თელავში ხვალ 5 სოფელს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კახეთის ენერგოდისტრიბუციიის ინფორმაციით, ხვალ 09:30-დან 12:30 სთ-მდე  „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ პროფილაქტიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით, თელავის რ-ნის რამდენიმე სოფელს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ქვესადგურ “გულგულაზე” პროფილაქტიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით 09:30-დან 12:30 ელექტროენერგია შეუწყდება თელავის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: გულგულას, ვარდისუბანს, რუისპირს, იყალთოსა და თეთრწყლებს.
12:30 საათზე აღნიშნულ სოფლებში ელექტროენერგიის მომარაგება აღდგება.