საგარეჯოში 2000 ჰექტარი მიწის ფართობი გასარწყავდება
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია სარწყავი სისტემების რეაბილიტაციას აგრძელებს. რეაბილიტაციის ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების თოხლიაურისა და მანავის 2000 ჰექტარი მიწის ფართობი გასარწყავდება.
„ჩვენ არა მხოლოდ საგარეჯოს რაიონში, ზოგადად მთელ კახეთში, სადაც შესაძლებელი იქნება მივიყვანთ წყალს. სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება მთელი ზამთრის და გაზაფხულის მანძილზე, რათა სეზონზე მაქსიმალურად ავითვისოთ ტერიტორიები და წყალუზრუნველყოფა იყოს ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა ფიზიკურად გვექნება“- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.
სარწყავი სისტემების რეაბილიტაციას სარემონტო სამუშაოები დეკემბრის ბოლოსთვის დასრულდება:
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დამატებით 1300 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო მიწის ფართობი გახდება წყალუზრუნველყოფილი“, – აცხდებს კომპანიის დირექტორი, ლევან დვალი.