ახალი ამბები

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში 2013 წელს სახელფასო დანამატების სახით 36 445 ლარი გაიცა

სახელმწიფო რწმუნებულის კახეთის გუბერნიის ადმინისტრაციიდან მიღბული საჯარო ინფორმაცია ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა 2013 წელს გუბერნატორების ადმინისტრაციების მიერ გაწეული სხვადასხვა სახის ფინანსური ხარჯებს, მათ ბალანსზე რიცხული და ჩანაცვლებული ავტომობილებს, გუბერნატორისა და მისი მოადგილეების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებს, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული კორესპონდენციის შესახებ ინფორმაციასა და სხვა.
აღნიშნული თემატიკის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)გამოაქვეყნა.  გასულ წელს ყველაზე დიდი რაოდენობით პრემია იმერეთში გაიცა სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ, ხოლო რაც შეეხება სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკას 2013 წელს, ყველაზე დიდი რაოდენობა – 36 445 ლარი სახელფასო დანამატი გაიცა კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში:
,,2013 წელს, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიცა 38 432 ლარი პრემიაც, საიდანაც გუბერნატორსა და მის მოადგილეებს გადაეცათ 10 182 ლარი, ხოლო თანამშრომლებს – 28 250 ლარი. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი თანხა 26 200 ლარი, სახელფასო დანამატის სახით გაიცა, ზურაბ ჭიაბერაშვილის სახელზე, მაშინ როცა ის რეგიონის გუბერნატორი იყო”, – აცხადებენ ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტში.
ამავე ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გუბერნატორის ადმინისტრაციებს შორის ძვირადღირებული ავტომობილებით სარგებლობს კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი.
გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით, გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზეა 12 ავტოსატრანსპორტო საშუალება, საერთო ნარჩენი ღირებულებით 384 368 ლარი. 
აქედან, გუბერნატორის მფლობელობაში გადაცემულია 2 ავტომობილი “Toyota Lendcruiser Prado” (ღირებულება – 78 764 ლარი) და “Volksvagen Passat” (ღირებულება – 46 094 ლარი).
ასეთი გახლავთ კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მოკლე მიმოხილვა.