სახალხო დამცველი მთავრობას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ერთიანი სტრატეგიის შექმნისაკენ მოუწოდებს
უჩა ნანუაშვილი მთავრობას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ერთიანი სტრატეგიის შექმნისაკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, ამ კუთხით დღეისთვის ვითარება საგანგაშოა. უჩა ნანუაშვილის განმარტებით, ხელისუფლებამ ფემიციდის წინააღმდეგ საბრძლველად კონკრეტული ზომებისა და ღონისძიებები უნდა გაატაროს.
სახალხო დამცველმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიმართა საქართველოს პარლამენტს.