მარიკა ვერულაშვილი ,,ქართული ოცნების” რიგებს შეურთდა
ჟურნალისტების შეკითხვაზე თუ რატომ მიიღო მან უმრავლესობაში გაწევრიანების გადაწყვეტილება, ვერულაშვილმა უპასუხა, რომ დეტალებზე ფრაქციის თავმჯდომარე ისაუბრებდა:
“როგორც იცით, ფრაქცია შეიქმნა და დეტალებზე ფრაქციის თავმჯდომარე ისაუბრებს”, – აღნიშნა მარიკა ვერულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ახალი ფრაქცია სახელწოდებით “დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისთვის” უმრავლესობას შეუერთდა. აღნიშნული ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობიდან” გასულმა იმ დეპუტატებმა შექმნეს, რომლებიც ამ დრომდე პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით საქმიანობდნენ. ფრაქციას გოჩა ენუქიძე ხელმძღვანელობს.