ლაგოდეხში იუსტიციის სახლის მშენებლობა ნებართვის გარეშე დაიწყო
საქმე ეხება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაწყებულ მშენებლობას, რომელიც ლაგოდეხის გამგებელის მტკიცებით, ყოველგვარი სამშენებლო ნებართვისა და პროექტის გარეშე დაიწყო. ,,ჰერეთის” ინფორმაციით, კახა ჯამბურიას თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანა და დაარღვია კანონი “მშენებლობის შესახებ”.
“უკანონო მშენებლობის” დაწყებას უარყოფს ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გურამ კაკალაშვილი. მისი თქმით, ლაგოდეხში იუსტიციის სახლის მშენებლობა კანონის ფარგლებში დაიწყო და პროექტი თავადაც აქვს ნანახი.
მშენებლობაზე ნებართვის გაცემას უარყოფს გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის არქიტექტორი. ბელა ბიწაძის თქმით, მშენებლობა უკანონოა და მის სამსახურს მშენებლობის შესახებ არანაირი ნებართვა არ გაუცია.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სახლების მშენებლობა ამ დრომდე შეჩერებულია.