პანკისში დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
გიორგი ბრაგვაძისა და ბექა ყაჩმაზაშვილის ნათესავები მიიჩნევენ, რომ ორივეს დაკავება პოლიციამ უკანონოდ განახორციელა.
,,ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ჩხუბის ორგანიზატორი ძმები ალხანაშვილები, რომლებიც ნოდარ ჭიჭიაშვილს მეგობრის სახლში თავს დაესხნენ, დღემდე თავისუფლები არიან.
ორი დღის წინ პანკისის ხეობაში ახმეტასა და და პანკისის ხეობაში მცხოვრებ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირებისას 3 ადამიანი დაშავდა.
ხულიგნობის ბრალდებით პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, მათ შორის- ორი ახმეტაში ცხოვრობს, ერთი – პანკისში.