თამბაქოს, ლუდსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთი იზრდება
თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი განისაზღვრება როგორც რაოდენობისა და წონის, ასევე საცალო-სარეალიზაციო ფასის მიხედვით. გარდა ამისა, იცვლება აქციზის გადასახადის წესი.
ამ ყველაფერს საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა.
პროექტის მიხედვით, ცვლილებას განიცდის ალაოს ლუდის, ეთილის სპირტის და ალკოჰოლური სასმელების აქციზის განაკვეთი, რომლის მოცულობაც არსებულთან შეარებით ორჯერ იზრდება.
რაც შეეხება თამბაქოს ნაწარმს, 2015 წლის 1-ელი იანვრიდან ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის განაკვეთი იზრდება 0.15, ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე, 20 ღერზე – 0.05 ლარის ოდენობით.