ახმეტაში ეთნიკურად ქისტებსა და ეთნიკურად ქართველებს შორის დაპირისპირება მოხდა
ადგილობრივების თქმით, გუშინ საღამოს პანკისში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
თვითმხილველების განცხადებით, თავდაპირველად ახმეტაში “ქართული ოცნების“ წევრებმა რუსლან და ბესლან ალხანაშვილებმა ადგილობრივი ნოდარ ჭიჭიაშვილს სცემეს. პოლიციამ ინცინდენტში მონაწილე ოთხი პირი დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებული ალხანაშვილები და ცემაში მონაწილე მათი ერთი მეგობარი მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც საქმეში დეპუტატის ძმა ზვიად ზვიადაური ჩაერთო.
თვითმხივლების ინფორმაციით, ინციდენტს შეხლა-შემოხლა მოჰყვა დაზარალებულის და ალხანაშვილების ახლობლებს შორის, რომლის დროსაც კიდევ ერთი ადგილბორივი, ჯოყოლა აჭიშვილიც დაშავდა. მოგვიანებით შელაპარაკება მოხდა ახმეტელებსა და აჭიშვილის ნათესავებს შორის, როდესაც საავადმყოფოდან ბრუნდებოდნენ. დაშავებულის ახლობლები ჰყვებიან, რომ მათ აედევნათ ორი მანქანა, რომელსაც მოგვიანებით უკვე ფიზიკური დაპისპირება მოჰყვა. აჭიშვილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
ადგილზე ვითარების განსამუხტად სპეც-დანიშნულების რაზმის მობილიზება გახდა საჭირო.
პოლიციამ საქმის ძიება ამ ბოლო ფაქტზე ხულიგნობის მუხლით დაიწყო. ინციდნეტის შემდეგ სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დასაკითხად თელავში, კახეთის სამხარეო პოლიციაში, გადაიყვანეს.