ახალი ამბები

“თავისუფალი ზონა” მიხეილ სააკაშვილის ვენახში საშემოდგომო სამუშაოებს ატარებს

“თავისუფალი ზონის” წევრების განმარტებით, ასეთი ნაბიჯით მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადაღებასა და მის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, საკუთარი დამოკიდებულება გამოხატა.

“არა ეს პატარა სახლი, არამედ მიხეილ სააკაშვილის სიმდიდრე არის ის სიყვარული და პატივისცემა, რომელსაც ჩვენ მის მიმართ გამოვხატავთ”, – აცხდებენ თავისუფალი ზონის წევრები.

17 სექტემბერს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და მის ოჯახს ქონება დაუყადაღდა. დააყადაღებულია სააკაშვილის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლის ფართობიც 2 ჰექტარზე ნაკლებია, ყვარლის საცხოვრებელი სახლი 75 კვადრატული მეტრის ფართით. დაყადაღებულია მიხეილ სააკაშვილის, მისი მეუღლის, შვილების, დედის, მამის და ბებიის მზია წერეთლის 500 კვადრატული მეტრი ნაკვეთი ოზურგეთში და მისი 10 წლის ავტომობილი ტოიოტა რავ 4; გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული 0.2 ჰექტარზე ნაკლები ფართობის მიწის ნაკვეთი ყვარელში; მეუღლის, სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებული ბინა და მანსარდა თბილისში; ბებიის საკუთრებაში არსებული მშენებარე ბინა თბილისში და 17 წლის ჰონდა აკორდი.