დედოფლისწყაროში ხორცის გადამამუშავებელ საწარმოს სოფლის მეურნეობის მინისტრი გახსნის
ხორცის საწარმო რომელიც კერძო ინვესტორს ვაჟა ნასყიდაშვილს ეკუთვნის, ადგილობრივი გლეხებისგან ცოცხალ საქონელს ჩაიბარებს, სადაც ვეტერინარი საქონლის ჯანმრთელობას შეამოწმებს.
საწარმო სხვადასხვა სახეობის ხორცის პროდუქტებს გამოუშვებს. თანამედროვე აღჭურვილობით ქარხანას ყოველდღიურად შეუძლია გადაამუშავოს 3 ტონა ხორცი და გამოუშვას მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და კონკურენტული პროდუქტი, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე სურსათის უვნებლობის სტანდარტებს.
დედოფლისწყაროს ხორცკომბინატი „ვერძი“-ს მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და კერძო ინვესტიციის ფარგლებში, ერთი მილიონი ლარი დაიხარჯა.
კომპანიამ უკვე გამოუშვა საცდელი პროდუქტი, სრული დატვირთვით მუშაობას კი წლის ბოლომდე დაიწყებს.
ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ საწარმო შექმნის სტაბილურ ბაზარს დედოფლისწყაროს და მიმდებარე რაიონების ადგილობრივი ფერმერებისთვის და დაასაქმებს 40 ადგილობრივ მაცხოვრებელს. საწარმო სოფელ გამარჯვებაში იმ ადგილას აშენდა, სადაც წლების წინ ე.წ. ხორცკომბინატი ფუნქციონირებდა.