ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი პანკისში მომხდარ ინციდენტთან კავშირს გამორიცხავს
ჟურნალისტებთან საუბრისას იგი ძმებ ალხანაშვილებთან მეგობრობას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ მომხდართან არაფერი აკავშირებს.
გუშინ გვიან ღამით ახმეტელებსა და პანკისელ ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. რუსლან ალხანაშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრი და ხეობის სოფელ ხალაწანის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელია, ძმასთან ერთად, ადგილობრივი ნოდარ ჭიჭიაშვილი სცემა.