ახალი ამბები

კისისხევში ,კარგი სახლი” გაიხსნა

პროექტის მხარდამჭერია გერმანიის სახელმწიფო მიგრაციის ფონდის Centrum für internationale Migration und Entwicklung (CIM), ჰამბურგში არსებული საზოგადოება „ლილე“.
პროექტის ინიციატორი და ხელმძღვანლია გერმანიაში მოღვაწე მარიკა ლაფაური-ბურკი.
ღონისძიების ფარგლებში, 15 საათზე, გაიმართება კისისხეველთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; 16 საათზე სტუმრები შეძლებენ გუდის ყველისა, ხაშლამის, ქართული ღვინისა და კომპოტის დაგემოვნებას; 17 საათზე დაათვალიერებენ ნაწილობრივ რეაბილიტირებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის VI საუკუნის ტაძარს; 19 საათზე კი კისისხევის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი სტუმრებისათვის კონცერტს გამართავს. 
პროექტი ფოკუსირებულია განათლებაზე და მოიცავს სხვადასხვა საკითხს: კულტურა, ტურიზმი, სოციალური მდგომარეობა, ეკოლოგია, ხელოსნობა, ეკონომიკა და ა.შ. პროექტის არსი მდგომარეობს სოფლის რევიტალიზაციის მცდელობაში და ეყრდნობა მოსახლეობასთან თეორიულ და პრაქტიკულ მუშაობას. პროექტის მიზანია სოფლის განვითარება და მოსახლეობას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება.