ახალი ამბები

10 000 დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში მიიღებს

იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროექტი, რომელიც მთავრობის განკარგულებით
დამტკიცდა, პირვე­ლი ნოემბრიდან დაიწყო და 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
პროექტი ორ ეტაპადაა დაყოფილი. პირველ ეტაპზე, 2 თვის განმავლობაში, შეისწავლიან დევნილთა 815-მდე ჩასახლებას. მეორე ეტაპი, რომელიც 8 თვე გაგრძელდება, დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს.
აღნიშნული პროექტის წარმატებით განსახორციელებლად სამინისტრომ დროებით 64 ახალი თანამშრომელი აიყვანა. პერსონალი ღია კონკურსის წესით შეირჩა. შერჩეული კანდიდატები ორდღიანი ტრენინგის გავლის შემდგომ დაიწყებენ მუშაობას.