ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ მირზაანში ფიროსმანობის დღესასწაულს დაესწრო

პრემიერმა მოსახლეობას ფიროსმანობის დღესასწაული მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივებს გაესაუბრა და სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე გამოფენილ ხალხური რეწვის ნიმუშებს გაეცნო.
პრემიერმა ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენაც დაათვალიერა და მუზეუმის დირექტორს ანზორ მაძღარაშვილს ნახატებზე ზრუნვისთვისმადლობა გადაუხადა.
“ეს არის გმირი კაცი, რომელმაც დაიცვა მუზეუმი, რომ ეს ნახატები სააკაშვილს არ წაეღო სახლში. ამ კაცმა გაუძლო “მხედრიონს”, ყაჩაღებს, კრიმინალებს და სააკაშვილმა წაიღო ნახატები რამდენიმე წელი. ჩვენი მოსვლის შემდეგ ეს ნახატები დავაბრუნეთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.