ახალი ამბები

400-მდე რელიგიური დაწესებულება ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს

მემორანდუმის ხელმოწერას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და კომპანია “სოკარის” საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი მაჰირ მამედოვი დაესწრნენ. უშუალოდ ხელშეკრულებას პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა და მაჰირ მამედოვმა მოაწერეს ხელი.

ილია მეორე მადლობას უხდის „სოკარს“, არამარტო საქართველოს ეკლესიის, არამედ კათოლიკური ეკლესიის, მუსლიმებისა და სხვა რელიგიური ორგანიზაციების დახმარებისთვის და იმედი აქვს, რომ ეს დახმარება გაგრძელდება.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მაჯრიდ მამედოვმა განაცხადა, საქართველოში რელიგიური ორგანიზაციების გაზით უზრუნველყოფა კიდევ ერთი წლით გაგრძელდება. ანალოგიური ხელშეკრულება გასულ წელსაც დაიდო და ეს დახმარება მომავალშიც გაგრძელდება.

როგორც საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, 25 მილიონი ლარიდან, რომელის საპატრიარქოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყოფა, არცერთი თეთრი არ მიდიოდა არც ადრე და არც შემდეგ უნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე. ეკლესია–მონასტრები და საპატრიარქოც, იქამდე, ვიდრე „სოკარი“ უფასოდ მიაწვდიდა ბუნებრივ აირს, თავად იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს.

25 მილიონი ლარი სასწავლებლებზე, ქველმოქმედებასა და საგანმანათლებლო საქმიანობაზე იხარჯება. ეკლესია–მონასტრებს კი მუდმივად ჰქონდათ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის დავალიანებები. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ „სოკარმა“ შეღავათი გააკეთა”,- აცხადებენ საპატრიარქოში.