ახალი ამბები

თელავში ფესტივალმა New-,,ნადიმი” გამოფენა-ინსტალაცია ,,საკუთარი სუფრა” გამართა

გამოფენის ორგანიზატორის, ფონდ ,TRAM-ის ხელმძღვანელის, ანა რიაბოშენკოს თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ოჯახიდან გამოტანილი სუფრები, რომლებზეც მოთხრობილი იყო მათი დიასახლისი ქალბატონების ცხოვრების დეტალები.

,,ავტორები ერთი წლის განმავლობაში ოჯახებში დადიოდნენ და კვლევას ატარებდნენ, ეს სუფრებიც მაშინ მოგროვდა. აქ არის გადმოცემული ქალთა ცხოვრება, რომლებიც ისტორიის მიღმაა დარჩენილი”, -განუცხადა knews.ge-ს ანა რიაბოშენკომ.