ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ველისციხეში აგრარულ ბაზარსა და რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ,  ინსპექტირებისას გამოვლინდა შემდეგი კრიტიკული შეუსაბამობები: ანტისანიტარია, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების – ვეტერინარული მოწმობა ფორმა #2-ის გარეშე, რაც აგრარული ბაზრისა და რესტორნისათვის საწარმოო პროცესის შეჩერებისა და ბიზნესოპერატორების დაჯარიმების საფუძველი გახდა. 
შპს “ვიტო” და ი/მ “რუსიკო ფანცულაია” მუშაობას განაახლებენ მხოლოდ კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ.