ახალი ამბები

,,თელავქალაქობის” ფარგლებში კონფერენცია ,,ვიზრუნოთ თელავის კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად” გაიმართა

კონფერენციას ასევე თელავქალაქობაში მონაწილე ყველა ჯგუფის წარმომადგენლები და ორგანიზატორები ესწრებოდნენ.

,,თელაველებს გავაცნით ერთგვარი ანგარიში იმ დაპირებებისა, რომელიც მათ აღუთქვით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენასთან დაკავშირებით. ჩვენ კულტურის სამინისტროს ინიციატივით მივმართეთ და ძეგლთა დაცვის სააგენტომ უკვე სამი ძეგლის საპროექტო სამუშაოები დაიწყო, რომელიც დასრულდება ნოემბრის ბოლოს და სწორედ ამ პროექტებს გავაცნობთ საზოგადოებას”, -განუცხადა knews.ge-s მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა.
თელავის მერის, პლატონ კალმახელიძეს თქმით, აუცილებელია ქალაქმა არ დაკარგოს კულტურული დატვირთვა და მნიშვნელოვანია მოხდეს ორი ისტორიული ძეგლის, თეატრის და მეფის სასახლის დროული რეაბილიტაცია. მისივე თქმით, კულტურის მინისტრს აღნიშნულ საკითხებზე უკვე ესაუბრა.
,,ეს ორივე ობიექტი მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და მან უნდა დაიბრუნოს ისტორიული სახე. ჩვენ კულტურის სამინისტროსთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ საკითხზე იმუშავებენ ექსპერტები, რაშიც აქტიურად იქნებიან ჩართული თელაველებიც. სულ მალე გამოცხადდება კონკურსი თელავის თეატრის ფასადთან დაკავშირებით და ნებისმიერი საპროექტო წინადადება განხილული იქნება საზოგადოებასთან ერთად.”