ახალი ამბები

თელავის მედია კაფეში ,,თელავქალაქობა” საზეიმოდ გაიხსნა

ღონისძიებას ასევე თელავის მერი და ვიცე-მერი ესწრებოდნენ. მათი თქმით, ქალაქის კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის ,,თელავქალაქობას” მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს.
თელავის მერმა, პლატონ კალმახელიძემ შეხვედრის დროს ,,ერეკლეობის” ფარგლებში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და დამსწრეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
,,თელავქალაქობა 4 ნოემბერს დაიწყება და 7 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ სამი დღის მანძილზე 15 – მდე ღონისძიების ჩატარება იგეგმება”, -განუცხადა knews.ge-ს თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ.
თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ფიქრია ყუშიტაშვილის თქმით, ქალაქის მერის, პლატონ კალმახელიძის გადაწყვეტილებით, ღონისძიებებმა, რომელიც წლების განმავლობაში ტარდებოდა, შეიცვალა ფორმატი და შინაარსითაც უფრო მრავალფეროვანი გახდა. 
,,დღეს საზეიმოდ ავღნიშნეთ ,,თელავქალაქობის” დღესასწაულის დაწყება, ვისაუბრეთ გასულ წლებში ჩატარებულ ,,ერეკლეობაზე” და ღონისძიებაში წელს განხორციელებულ სიახლეებზე.”