ახალი ამბები

უცხოელებს საიმიგრაციო ვიზებში 100 ლარის გადახდა მოუწევთ

საიმიგრაციო ვიზებში 100 ლარიანი ბაჟის დაწესებას შესაბამის კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც თან ერთვის “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებს. 
პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა პროექტი, რომლის მიხედვით, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზა შეიძლება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, საქართველოს ტერიტორიაზე გაიცეს. ამ მიზნით უცხოელმა სამინისტროს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს, საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 45 დღისა.