ახალი ამბები

მეწარმეებს საურავები ნაწილობრივ ჩამოეწერებათ

პარლამენტში უკვე განიხილავენ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საგასახადო კოდექსში შესაბამის ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორების განმარტებით სახელმწიფო მეწარმეების საურავების დაკისრების საკითხში ლიბერალურ მიდგომას ირჩევს.

,,ჩვენი ხელისუფლება მომხრეა ლიბერალური მიდგომისათვის ამა თუ იმ სამრეწველო საქმიანობაში. ხისტი მიდგომები არ ამართლებს. მთავარი მიზანია არა ჯარიმა – საურავების ამოღება ეკონომიკური საქმიანობიდან, არამედ მათ რომ სრულყოფილად წარმართონ ეს საქმიანობა, იგივე ბუნებრივი რესურსების გამოყენებაში, დასაქმდეს მოსახლეობა, საწარმომ იმუშაოს. ცხადია, როცა პატიობ და გარკვეული შეთანხმება არის, ჯერ სრულად არავინ არ ათავისუფლებს, ეს ყოველთვის გარკვეულად მცირედი სახით რაღაც შემოსავლების, ამ ჯარიმების არ შემოსვლას ცხადია ითვალისწინებს, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფოსთვის მთავარი ეს არ არის”,- განაცხადა პარლამენტის საფინანსო– საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა.